ჩვენს შესახებ
/ ჩვენს შესახებ
რენიუ
როგორ შეიქმნა რენიუ და რას გთავაზობთ პაციენტებს
„რენიუს“ დაფუძნების სურვილი წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებიდან და საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნიდან დაიბადა. როგორც ექიმი ლაშა ოსეფაიშვილი ამბობს, კლინიკის დაარსებით სურდა შეექმნა ისეთი ადგილი, სადაც პაციენტი თავს სრულიად უსაფრთხოდ და ყურადღების ცენტრში იგრძნობდა, ექიმებს კი ექნებოდათ საშუალება ემუშავათ თანამედროვე მეთოდებით, პროფესიული თავისუფლებითა და მაღალი სტანდარტებით.
სრული სამედიცინო ციკლი და მაღალტექნოლოგიური გარემო
“რენიუ”-ს მთავარი უპირატესობა პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. აქ მოსვლისას თქვენ იღებთ სრულ სამედიცინო მომსახურებას ერთ სივრცეში - დაწყებული წინასაოპერაციო ანალიზების აღებით, დასრულებული უსაფრთხო ოპერაციით, პროცედურების შემდგომი გადახვევებითა და პოსტოპერაციული მონიტორინგით.
კლინიკა აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურით, რაც ექიმებს აძლევს საშუალებას იმუშაონ უმაღლესი სტანდარტებით და მიიღონ იდეალური, უსაფრთხო შედეგი.
კლინიკა “რენიუ” ამჟამად მიმართულია სერვისების გაფართოებასა და საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებაზე (ისრაელისა და ევროპის წამყვან კლინიკებთან). ჩვენი სამომავლო გეგმაა საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, რათა ახალგაზრდა ექიმებს მივცეთ პრაქტიკული განვითარების საშუალება თანამედროვე მიდგომების გამოყენებით.

გაიცანით Dr. Lasha Osepaishvili
მთავარი პლასტიკური ქირურგი
ექიმი 15 წლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკით. მან განათლება მიიღო საქართველოში, უკრაინასა და ბარსელონაში. სწორედ მისმა გამოცდილებამ და ხედვამ დაუდო საფუძველი კლინიკა „რენიუს“ შექმნას.
15+
წელი გამოცდილება
ISAPS
საერთაშორისო წევრი
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი შედგება ექიმებისგან, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი პროფესიონალიზმი აქვთ. ყველა ჩვენი ექიმი გამოირჩევა ერთი საერთო თვისებით — პაციენტზე ზრუნვა მათთვის მთავარი ღირებულებაა.

ეკა ბეროზაშვილი
მთავარი ანესთეზიოლოგი

გუგა მიქაუტაძე
ქირურგი

გიორგი წიბილაშვილი
ქირურგი

მაია ჯანხოთელი
დერმატო-კოსმეტოლოგი
კონტაქტი
მისამართი
თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 1
ტელეფონი
+995 32 2 12 34 56
ელ-ფოსტა
info@renew.ge
სამუშაო საათები
ორშაბათი - შაბათი: 10:00 - 19:00